ახალი ამბები

ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი – ნათია კაპანაძე

25 თებერვალი, 2020 • 2570
ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი – ნათია კაპანაძე

აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ ტვ “პირველის” პირდაპირი ჩართვისას სმენის აპარატი მოიხსნა იმის სადემონსტრაციოდ, რომ დამოუკიდებელი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრებს, რომლებიც ამ იდეის აღსრულებას ცდილობენ, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ განვითარებული პროცესები ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ. ნათია კაპანაძეს რამდენიმე თვის წინ იმპიჩმენტი მოუწყვეს.

25 თებერვალს ტვ “პირველის” ეთერში სტუმრობისას ნათია კაპანაძემ გაიხსენა ამავე ტელეარხის მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და განაცხადა: „მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვეშინია და ხშირად ჩვენს ჯანმრთელობაზე გადის ეს ყველაფერი“.

ამის შემდეგ კაპანაძემ ყურიდან სმენის აპარატი მოიხსნა და ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს მიმართა: „ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე. ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან დღემდე განახევრდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ იმ იმპროცესებში შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა“.

„მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე დადგა აჭარის მაუწყებელში განვითარებული მთელი პროცესი. მე კარგად ვიცოდი, რომ ამ პროცესებში ვკარგავდი სამყაროს აღქმის უნარს. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ხელისუფლება დავარწმუნო იმ ნათელი ადამიანის და ნათელი გუნდის მნიშვნელობაში…  ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის გაკეთება. არ გამიკეთებია იმიტომ, რომ გადამერჩინა  საკუთარი თავი. ამას მარტო იმისთვის ვაკეთებ, რომ დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება: ხშირ შემთხვევაში ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. მე ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადის გადამხდელებს გქონოდათ შანსი, მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, — თქვა მან.

კაპანაძემ კოლეგებსაც მიმართა და თქვა: „მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უკვე უნდა გადახედონ მთელ იმ პერიოდს, როცა ერთად ვიმუშავეთ და ნახონ, თუ რად ჯდებოდა თითოეული მათგანის შემოკრება საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემთვის… მინდა, გადახედონ ყოველ დღეს, როცა ერთად ვმუშაობდით და დღეს სწორედ ამიტომ მიიღონ გადაწყვეტილებები“.

დამატებითი ცნობებისთვის:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/256047/

მასალების გადაბეჭდვის წესი