ახალი ამბები

გუდაურში რესტორნის მეპატრონე ქალის ცემაზე გამოძიება დაიწყო

24 თებერვალი, 2020 • 1530
გუდაურში რესტორნის მეპატრონე ქალის ცემაზე გამოძიება დაიწყო

გუდაურში მდებარე რესტორან “მთვრალი ალუბლის” მეპატრონე მირანდა ესაკია აცხადებს, რომ რესოტრანში მას ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება დააფიქსირა რესტორნის სათვალთვალო კამერამაც. დაწყებულია გამოძიება.

როგორც ესაკიამ “მთავარ არხს” უთხრა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი რესტორანში შესვლას ცდილობდა, ხოლო დაცვამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ესაკიას ინფორმაციით, აღნიშნული პირი მოგვიანებით დაბრუნდა რესტორანში და პირადად მას სახის არეში დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუკავებია.

მირანდა ესაკიას თქმით, ეს არ არის ფიზიკური დაპირისპირების პირველი შემთხვევა, თუმცა პოლიციას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, მათთან მსგავსი საჩივრით ოფიციალურად არავის არ მიუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი