როგორც ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ხიდაშელი ერთ კვირას საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გაატარებს. იგი მიირთმევს ჯარისკაცის ულუფას, ასევე დილით ივარჯიშებს ჯარისკაცების მსგავსად.
უწყებაში ამბობენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის, სენაკის, ხონის, გორის, საჩხერის, ქუთაისის სამხედრო ბაზაზე, სადაც ხიდაშელი ჩავა, გაიმართება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპორტული ღონისძიებები, ჩატარდება ლექციები უსაფრთხოების თემაზე და ასე შემდეგ.
“მინისტრს უნდა ნახოს, რა პირობებში ცხოვრობენ ჯარისკაცები”, – ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.
