ახალი ამბები

საქართველო მიიღებს გადაწყვეტილებას ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო – გამყრელიძე

22 თებერვალი, 2020 • 2603
საქართველო მიიღებს  გადაწყვეტილებას ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო – გამყრელიძე

ირანიდან კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე  სააკორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა მზარდ საფრთხეებს ვირუსის ირანიდან გავრცელების თვალსაზრისით, რადგან საქართველოს ირანთან მჭირდო ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობა აქვს.  ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ ირანთან საზღვრის ჩაკეტვაა საჭირო ვირისუსის გავრცელების პრევენციისთვის, რაზედაც გამყრელიძემ უპასუხა, რომ სააკორდინაციო საბჭოს მან მიაწოდა თავისი მოსაზრებები გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა მის პერსონალურ მოსაზრებებზე საჯაროდ არ ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

ირანში ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს – გამყრელიძე 

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

მასალების გადაბეჭდვის წესი