ახალი ამბები

არ ვურჩევ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას – ნათელაშვილი მერაბიშვილზე 

20 თებერვალი, 2020 • 1261
არ ვურჩევ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას – ნათელაშვილი მერაბიშვილზე 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არ ურჩევს ვანო მერაბიშვილს, აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩაებას. 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა, განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწოებას აპირებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას. 

“მე არ ვურჩევდი მას აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას, გარკვეული წარსული სიმძიმეების გამო “, – განაცხადა ნათელაშვილმა 20 თებერვალს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”. 

თუმცა, მისი თქმით, მერაბიშვილს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია “დიქტატურის მხილებაში”, რადგან დიდ ინფორმაციას ფლობს: 

“ მე მას ვურჩევდი, ის, რაც იცის, ვანო იყო მეკავშირე წინა ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის და ყველაფერი ვანოს თავშია თავმოყრილი და, შეასაბამისად, მან ყველაზე მეტი იცის. მას შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ამ საშინელი დიქტატურის მხილებაში, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე.  რომ თქვას იმის 10%, რაც იცის – გადარიცხვები, მილიონები, შავი ფულის გარეცხვა, ივანიშვილის ანგარიშები ოფშირულ ზონებში და არაოფშორულში – ეს ყველაფერი ვანომ იცის”. 

ნათელაშვილის ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს, რომ “ვანოს გზაზე” არიან: 

“თუმცა ხელისუფლებას ვეუბნები, რომ ვანომ მოიხადა სასჯელი,  ძვირფასებო, და თქვენ მოსახდელი გაქვთ სასჯელი. თქვენ ვანოს გზაზე დგახართ. ამას რაც მალე გაიგებთ, მით უსაფრთხოდ გაეყრებით ქვეყანას”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი