ახალი ამბები

გომელაური: ვერ დავადასტურებ, რომ ”კანონიერი ქურდი” ”რემენა” საქართველოში შემოვიდა

22 ივლისი, 2015 • 1898
გომელაური: ვერ დავადასტურებ, რომ ”კანონიერი ქურდი” ”რემენა” საქართველოში შემოვიდა

”მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ”რემენა” შემოვიდა ან გავიდა. არსად არ ფიქსირდება. მე მაშინ შს მინისტრის მოადგილე ვიყავი.

 

აღნიშნულ საკითხზე კითხვა გომელაურს გიორგი ბარამიძემ დაუსვა. ბარამიძის თქვით, “კანონიერი ქურდი” “რემენა” იყო ექსტრადირებული უკრაინიდან, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა “გააპარეს”. ”რემენასთან” დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ იგი უკრაინიდან საქართველოში იყო ექსტრადირებული, თუმცა კალაძის ჩარევის შედეგად არ დააკავეს.

 

გომელაურმა განცხადა, რომ შეუძლია წარმოადგინოს სია, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში ”კანონიერი” ქურდები ისე შემოვიდნენ საზღვარზე, რომ ისინი არ დაუკავებიათ: 


”მე შემიძლია სია წარმოვადგინო, 2008-დან 2012 წლამდე შემოსულია 11  კანონიერი ქურდი, ავტორიტეტი, რომელიც დაფიქსირებულია საბაჟოზეც და საზღვარზეც. ზოგი არის გასული ნახევარ საათში ქვეყნიდან,  ზოგი დღენახევარშია გასული, ზოგი აეროპორტიდანაც არ გასულა, იქიდანვე გაუშვეს. ეს ხდება, ჩვეულებრივი თემაა, შემოდის ქურდი, კანონიდან გამომდინარე შეიძლება ვერ დააკავო.  მას უფლება აქვს, ქვეყანა დატოვოს,”- განაცხადა მან.

 

ვახტანგ გომელაურმა საკომიტეტო მოსმენაზე ”ისლამური სახელმწიფოს” საფრთხეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ამის აფიშირებასა და რეკლამირებას არ აკეთებენ. 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაური პრემიერმა წარადგინა. იგი თანამდებობას დაიკავებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უმრავლესობით მხარს დაუჭერს.

 

ვახტანგ გომელაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს
ვახტანგ გომელაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

მასალების გადაბეჭდვის წესი