ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უგულავას დაკითხვაზე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით იბარებენ  არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.


სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში დაკონრეტებული არ არის, რა სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი და რა სტატუსით უნდა დაიკითხოს უგულავა.


გიგი უგულავა  დაკითხვაზე 4 ივლისს, 10 საათზე უნდა გამოცხადდეს.  

 

ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უგულავას აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გარდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება მოითხოვა.

 

“ძვირფასო პროკურატურა/გამოძიებავ, გაცნობებთ, რომ ამაღამ მივემგზავრები კიშინივში ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე და დავბრუნდები ბილეთზე მითითებული რეისით და დროს. იმედია ორი დღე უჩემოდ გაძლებთ. ხომ იცით, თქვენს იმედზეა ქვეყანა”, – ეს მიმართვა გიგი უგულავამ თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა 2 ივლისს ბილეთების სკანირებულ ვერსიებთან ერთად. ამ ბილეთების მიხედვით უგულავა თბილისში 5 ივლისს, 00.05 საათზე ჩამოფრინდება. 

 



Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *