ახალი ამბები

გვერდში ვუდგავართ საქართველოს და ვგმობთ კიბერშეტევას რუსეთის მხრიდან – მაიკ პომპეო

20 თებერვალი, 2020 • 1407
გვერდში ვუდგავართ საქართველოს და ვგმობთ კიბერშეტევას რუსეთის მხრიდან – მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერზე გმობს რუსეთის მხრიდან ქართულ სამთავრობო, ასევე მედიის, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას.

“ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვგმობთ რუსეთის კიბერშეტევას საქართველოს მოსახლეობისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგანაც. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქმედებებზე”, – წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 20 თებერვალს თქვა, რომ კიბერშეტევის უკან, რა დროსაც ათასობით ქართული ვებსაიტი გაითიშა, რუსეთი იდგა. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები უკვე გაავრცელეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საქართველოში. ორივე ქვეყანა გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას.

კიბერშეტევა, რა დროსაც 2019 წელს ათასობით ქართული საიტი გაითიშა, რუსეთმა განახორციელა – საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი