ახალი ამბები

ლევან კობერიძე ვანო მერაბიშვილზე

20 თებერვალი, 2020 • 757
ლევან კობერიძე ვანო მერაბიშვილზე

“იმ ადამიანებს, რომლებსაც მიუძღვით დანაშაული სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინაშე, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა ვანო მერაბიშვილის გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ექსპრემიერმა მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა და პოლიტიკაში გააქტიურება დააანონსა, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ პარტიაში გააგრძელებს ის საქმიანობას.

“პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს გული. ეს უკვე მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც არცთუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისა და არჩევნებისთვის”, – აცხადებს კობერიძე.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი