ახალი ამბები

შოთაძის დანიშვნა პრობლემურია – ევროკავშირის ელჩი

19 თებერვალი, 2020 • 3371
შოთაძის დანიშვნა პრობლემურია – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პრობლემურს უწოდებს.

“მხედველობაში მივიღეთ შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა. ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემურია და ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს 82 ხმით 0-ის წინააღმდეგ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

ირაკლი შოთაძე ისევ გენერალური პროკურორია

მასალების გადაბეჭდვის წესი