ახალი ამბები

დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას – ჰარცელი

19 თებერვალი, 2020 • 1101
დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას.

“ამჟამად, როგორც ვიცით, სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა ჩვენ ვნახავთ, თუ რა შესაძლებლობები იქნება. მსურს აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ დრო იწურება. კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა,მალე მოიძებნოს საერთო საფუძველი, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. ჩვენ ვრჩებით ჩართულები ყველა მხარესთან, რომ ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ძალიან მწვავე პოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელის კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგი, რომლის ფასილიტატორები ელჩები არიან, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო შეწყდა. ოპოზიციამ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი