ახალი ამბები

ქმარმა ცოლი განქორწინების პროცედურამდე რეესტრში მოკლა – შსს

18 თებერვალი, 2020 • 1859
ქმარმა ცოლი განქორწინების პროცედურამდე რეესტრში მოკლა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულმა 1994 წელს დაბადებული ცოლს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის  ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო”,-აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამტრედიაში ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

მასალების გადაბეჭდვის წესი