ახალი ამბები

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

18 თებერვალი, 2020 • 4183
თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

დღეს, 18 თებერვალს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. დღევანდელ სესიაზე ასევე კენჭს უყრიან მთავარი პროკურორობის კანდიდტ ირაკლი შოთაძეს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებთან ერთად პარლამენტში იმყოფება.

როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი