საქართვეოლოს გენრალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ოპოზიციის პერფორმანსი გააკრიტიკა, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ:
“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ რეალიბა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან.
უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათვამია. ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან, რაც თავში მოხდა, სწორედ ეს არის” ,- ამბობს შოთაძე.
კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავარი პროკუროპრობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ. როგორც ოპოზიციონერებმა დეპუტატებმა თქვეს, “ქართული ოცნების” წევრები არიან ბიძინა ივანიშვილის მონები და მათ სწორედ ამიტომ უკეთიათ ნიღბები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახის გამოსახულებით.
ოპოზიციონერებმა მმართველი გუნდის წევრებს დაურიგეს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას პოსტერებიც ნიშნად იმისა, რომ აღნიშნულ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.
ოპოზიციონერები შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ