ახალი ამბები

ოპოზიციონერები შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ

17 თებერვალი, 2020 •
ოპოზიციონერები შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ

ოპოზიციონერი პარლამენტარები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.

კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ. როგორც ოპოზიციონერებმა დეპუტატებმა თქვეს, “ქართული ოცნების” წევრები არიან ბიძინა ივანიშვილის მონები და მათ სწორედ ამიტომ უკეთიათ ნიღბები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახის გამოსახულებით.

ოპოზიციონერებმა მმართველი გუნდის წევრებს დაურიგეს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას პოსტერებიც ნიშნად იმისა, რომ აღნიშნულ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი