ახალი ამბები

პარკი ოქროს უბანს! – აქტივისტები პეტიციით სარეკრეაციო ზონას ითხოვენ

16 თებერვალი, 2020 •
პარკი ოქროს უბანს! – აქტივისტები პეტიციით სარეკრეაციო ზონას ითხოვენ

„პარკი ოქროს უბანს!“ – ასე ჰქვია პეტიციას, რომლითაც აქტივისტები და ოქროს უბანში მცხოვრები მოქალაქეები ყოფილ სასპორტო მოედენაზე სარეკრეაციო ზონის გაშენებას ითხოვენ.

საქმე ეხება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიას, რომლის ფართობიც 15913 კვ. მ.-ია.

„ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით.

ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა – ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს,“- ნათქვამია პეტიციასთან თანდართულ წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ რთული მოძრაობისა და განაშენიანების გათვალისწინებით, პარკი ოქროს უბანში მცხოვრებლებისთვის შვება იქნებოდა.

პატიცია მერიის სპეციალურ საიტზე, რომელსაც „შენი იდეა ქალაქის მერს“ ჰქვია, 15 იანვარს აიტვირთა. მას ამ დრომდე ასობით ადამიანი აწერს ხელს. ხმის მიცემა 15 მარტამზეა შესაძლებელი.


ოქროს უბანში პარკის მოწყობას მოქალაქეები უკვე რამდენიმე წელია, რაც ითხოვენ. ამავე თემაზე, ნეტგაზეთი გირჩევთ წაიკითხოთ ჩვენი სტატია არქივიდან:

ტერიტორია ჩუღურეთში, სადაც m2-ს მშენებლობის დაწყება სურს და პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი