ახალი ამბები

გორთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 თებერვალი, 2020 •
გორთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქალაქ გორთან, დასავლეთისკენ მიმავალი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბოძს შეეჯახა რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით დაზარალებული 3 პირიდან ორი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო 276 მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი