“სითი პარკისთვის” კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარის გადახდას “ევროპული საქართველო” ეხმიანება და კახა კალაძეს წინასაარჩევნო დაპირების არ შესრულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
“მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძე აკეთებდა განცხადებას, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა “სითი პარკთან” კონტრაქტის გაწყვეტა და წინა საარჩევნოდ იძელოდა ამ დაპირებებს ეხლა აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი იყო გადახდილი “სითი პარკისთვის”, – განმარტა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა:
“პირველი – მიერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურეობასთან და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა.
მეორე – კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში მერიას არ აუშენებია/მოუწყია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისათვის და მისი სტუმრებისავის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე ისეთივეა დღეს”, – წერია განცხადებაში.
“სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის დადებული შეთანხმების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების სისტემის მართვიდან მიღბული შემოსავლიდან კომპანია “სითი პარკს” 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც კომპანიამ “სითი პარკის” კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო.
“სითი პარკმა” 4.3 მილიონის სანაცვლოდ არბიტრაჟში დავაზე უარი თქვა – მერია