ახალი ამბები

თბილისის მერია: მოსკოვის მერის სახელზე მოწვევა მომზადდა, მაგრამ არ გაგზავნილა

14 ივლისი, 2015 •
თბილისის მერია: მოსკოვის მერის სახელზე მოწვევა მომზადდა, მაგრამ არ გაგზავნილა

“ნეტგაზეთს” თბილსის მერიაში განუცხადეს, რომ მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის სახელზე მომზადებული წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა, თუმცა ადრესატის სახელზე არ გაგზავნილა:

 

“ეს არის ტექნიკური საკითხი. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოსაწვევი დავით ნარმანიას ფაქსიმილეთი 49 ქვეყნის მერის სახელზე მომზადდა. ეს იყო ავტომატურ რეჟიმში. შემდეგ გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც წერილის მოსკოვში გაგზავნა არ მომხდარა და არც მომავალში გაიგზავნება” – აცხადებენ თბილისის მერიაში.  


 

 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი