ახალი ამბები

ჟურნალისტებმა “საზღვრის აღმნიშვნელი” ბანერი ჩამოხსნეს და ხევში გადააგდეს [ფოტო/ვიდეო]

14 ივლისი, 2015 • • 1336
ჟურნალისტებმა “საზღვრის აღმნიშვნელი” ბანერი ჩამოხსნეს და ხევში გადააგდეს [ფოტო/ვიდეო]

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთა უმეტესობა ჟურნალისტია, თბილისიდან დილის 10 საათზე დაიძრნენ და სოფელ ხურვალეთთან, სადაც ბანერია დამონტაჟებული, 11:30 საათზე ჩავიდნენ.

აქციის ორგანიზატორი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ აქცია დაიგეგმა სოციალურ ქსელში და მათ სურთ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოწევა გააპროტესტონ. მისი თქმით, ჟურნალისტებს, როგორც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებს, აქვთ პროტესტის გრძნობა იმის გამო, რაც ხდება კონფლიქტის ხაზთან.

მედიის წარმომადგენლებმა რუსი ჯარისკაცების დადგმულ ბანერზე დაამაგრეს მათ მიერ ჩატანილი წარწერები: “მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნაა ოკუპირებულია რუსეთის მიერ!”

ბესო ჩუბინიძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა ბანერი მოგლიჯეს, ფეხებით შედგნენ და ხევში გადააგდეს. რამდენიმე ჟურნალისტმა ბანერს ქვები დაუშინა.

ქართველმა სამხედროებმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ ბანერი არ მოეგლიჯათ, თუმცა აქციის მონაწილეები მათ არ დაემორჩილნენ. ბესო ჩუბინიძის ვარაუდით, ამ ფაქტში მონაწილე ადამიანებს დაკითხვაზე დაიბარებენ.

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

ჟურნალისტების აქცია კონფლიქტის ხაზთან. 14.07.2015 ფოტო: გიორგი დიასამიძე

ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში რუსების მიერ საზღვრის გადმოწევას აპროტესტებენ. მედიის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ბანერი მოგლიჯეს, ქვები დაუშინეს, ნაწერები ამოკაწრეს და ხევში გადააგდეს.

Posted by netgazeti.ge on Tuesday, July 14, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი