ახალი ამბები

Go home, You’re DRUNK! – აქცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციასთან ჯაზის ფონზე

14 ივლისი, 2015 •
Go home, You’re DRUNK! – აქცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციასთან ჯაზის ფონზე

საპროტესტო აქცია Ornette Coleman-ის მუსიკის ფონზე 1 საათი გაგრძელდა.



“ეს არის free jazz. Jazz-ს ზოგადად საპროტესტო შინაარსი აქვს. ეს კი საპროტესტო jazz-ის ყველაზე თავისუფალი და რადიკალური ფორმაა, სადაც jazz-ის მინიმალურ წესებსაც კი ანადგურებენ – წესებს და შეზღუდვებს,” – ასე ხსნის ამ აქციის იდეის ავტორი ნიკა დავითაშვილი კავშირს დემონსტრაციასა და მუსიკას შორის.


მისი თქმით, აქციაზე ბევრი ხალხი იმიტომ არ მივიდა, რომ მათ არ სურდათ დიდი ამბის ატეხვა.


“არ ვთვლი საჭიროდ, ჭკუა ვასწავლო სხვებს და დავარიგო, რა უნდა გააპროტესტონ და რა არა. საელჩოს თანამშრომლები ფანჯრებიდან იჭყიტებოდნენ ხოლმე და როგორც კი ხელს დაუქნევდით, ისევ იმალებოდნენ,” – ამბობს ნიკა დავითაშვილი.


როგორც დავითაშვილი ამბობს, ნებისმიერ პროტესტს მოყვება შედეგი. მისი თქმით, ადამიანების რაოდენობა არ არის ერთადერთი ფაქტორი და ამის მტკიცედ სჯერა.


აქცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასთან თბილისში © მარიამ ქართველიშილი
აქცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასთან თბილისში © მარიამ ქართველიშილი


11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი