ახალი ამბები

თბილისის ახალი სპორტის სასახლე გაიხსნა

13 ივლისი, 2015 •
თბილისის ახალი სპორტის სასახლე გაიხსნა

ახალი სპორტის სასახლე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის  ფარგლებში 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის სახელბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

თბილისის მერ დავით ნარმანიას თქმით, ობიექტი მრავალფუნქციურია და ამ სივრცეში, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები გაიმართება. ახალ სპორტის სასახლეში სპორტსმენებს ვარჯიშის შესაძლებლობაც ექნებათ.

 

მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებულ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყო,  სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირების ჩატარება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში – ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ა. შ. დიდი დარბაზი 3600 გულშემატკივარს,  მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.  

 

ახალი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ობიექტი შ.პ.ს. „სპორტმშენსერვისის“ დაკვეთით კომპანია „ლაინკუბმა“ დააპროექტა, სამუშაოები კი კომპანია „ელექტრომონტაჟსერვისმა“ შეასრულა.

თბილისის ახალი სპორტის სასახლე
თბილისის ახალი სპორტის სასახლე

მასალების გადაბეჭდვის წესი