ახალი ამბები

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია

30 ივლისი, 2015 • 1865
ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია

მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ეთერ ლიპარტელიანმა რუსი დანა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა. მანამდე მეთექვსმეტედფინალში ლიპარტელიანმა ჩეხ ვერა ზამენოვას 3 იუკოთი მოუგო.

 

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციიდან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ექვსივე მედალი ძიუდოისტებს აქვთ მოპოვებული. ცოტა ხნის წინ საქართველოს მეორე ოქროს მედალი მზია ბებოშვილმა მოუტანა.

 

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციიდან პირველი ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა 28 ივლისს მოიპოვა. ძიუდოისტებიდან ფესტივალის მეორე დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოსანი თემურ ნოზაძე გახდა. ოქროს მედალი გუშინ რობიზნონ ბეგლარიშვილმა მოიპოვა. 28 ივლისს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბაგრატ ნინიაშვილმა და ნატალია ყიფშიძემ.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული ფესტივალის ფინალშია. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული ფესტივალის ფინალშია. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

მასალების გადაბეჭდვის წესი