ონისე სანებლიძე 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის ფინალამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დამაარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა პოლონელ ერიკი რიციაკს, სერბ სტეფან მიჩიჩs და უკრაინელ ალექსი ბებანკოს მოუგო, ხოლო ტუმაევმა უნგრელ პეტერ არვაის, ებრაელ ალმოგ ლუზუნის და ჰოლანდელ სიმეონ კატარინას სძლია.
„რუს სპორტსმენთან წაგებული მქონდა. დღეს ორმაგი მოტივაციით ვიჭიდავე, რათა ოქროს მედალი თბილისში დამეტოვებინა,“ – განაცხადა ონისე სანებლიძემ.
EYOF 2015 – Final -90kg: Aliumar Tumaev (RUS) vs. Onise Saneblidze (GEO) #tbilisi2015 #europeanjudo #judo #EYOF2015
Posted by European Judo Union on Saturday, August 1, 2015
საერთო ჩათვლაში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლებია. საქართველოს დელეგაციიდან ოქროს მედლები მოიპოვეს: ეთერ ლიპერტელიანმა, მზია ბებოშვილმა, რობინზონ ბეგლარიშვილმა და ონისე სანებლიძემ. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ზურაბ კახნიაშვილი, თემურ ნოზაძე, ბაგრატ ნინიაშვილი და ნატალია ყიფშიძე.