“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ 14 ივლისის 10:00 საათიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე სასმელ წყალს გარკვეული პერიოდულობითა და მონაცვლეობით მიიღებს:
ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ქავთარაძის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები.
ჭავჭავაძის გამზირის ზედა ნაწილი, წყნეთის გზატკეცილი და ბაგები, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა, ასევე, წყნეთი, ოქროყანა, წავკისი და მიმდებარე სოფლები. აღმაშენებლის ხეივნისა და სოფელი დიღმის ნაწილი.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივანში მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებამ გამოიწვია. კომპანიის განცხადებით, 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალდენზე მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
კომპანია მაგისტრალის კიდევ ერთ, ახლად შეცვლილ 300-მეტრიან მონაკვეთს 14 ივლისს, დილიდან, წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს და ექსპლუატაციაში გასაშვებად მოამზადებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.