ნეტგაზეთი | სუს-ის უფროსი და გენპროკურორი ოპოზიციის თანხმობით უნდა ინიშნებოდნენ – ზურაბიშვილი სუს-ის უფროსი და გენპროკურორი ოპოზიციის თანხმობით უნდა ინიშნებოდნენ – ზურაბიშვილი – Netgazeti

სუს-ის უფროსი და გენპროკურორი ოპოზიციის თანხმობით უნდა ინიშნებოდნენ – ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მომავალში — თუკი ახლანდელი ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს წევრები პარლამენტმა ოპოზიციის თანხმობის გარეშე ვერ უნდა დანიშნოს.

ეს ინიციატივა ზურაბიშვილმა 11 თებერვალს გააცნო მაყურებელს ტვ პირველის ეთერში საუბრისას. მისი თქმით, „ეს არის გზა, რომ ხელი კი არ გადავუგრიხოთ ივანიშვილის განწესებულ პირებს — შოთაძეს თუ თადუმაძეს — არამედ კანონის გზით მოვაშოროთ ისინი ამ თანამდებობებიდან და ახალი პროკურატურა, ახალი სასამართლო, ახალი სპეცსამსახური შევქმნათ“.

მოგვიანებით ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრმა „რესპუბლიკური პარტიის“ კიდევ ერთმა წევრმა დავით ბერძენიშვილმა. მანაც თქვა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა აიღოს ვალდებულება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების [და უმრავლესობაში მოსვლის] შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიციის და უმრავლესობის ერთობლივი თანხმობის შემთხვევაში დაინიშნონ გენერალური პორკურორი, სპეცსამსახურის უფროსი და უზენაესი სასამართლოს წევრები.

„ეს მეტი კონსენსუსისკენ წაგვიყვანდა და გარკვეულწილად იმ უხერხულობასაც აგვაცილებდა, რომ იქნებოდა სამართლებრივი მექანიზმი ამ არსებული სასამართლო კადრების გამოცვლისთვის და არა რაღაც ძალოვანი ცვლილებები“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com