სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 8 ივლისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).