ახალი ამბები

აშშ-ის ახალი ელჩი ივანიშვილს ბიზნესცენტრში ესტუმრა

7 თებერვალი, 2020 • 1940
აშშ-ის ახალი ელჩი ივანიშვილს ბიზნესცენტრში ესტუმრა

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანსა და მის მეუღლეს, დუგლას მორისს უმასპინძლეს.

როგორც პარტია იტყობინება, ივანშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა პირთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი