კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ინფორმაციით, თემქაზე, თბილისის ზღვის ასახვევთან,  საგზაო სამუშაოების განხორციელებისას გზების მშენებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ დააზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალი.

 

კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ოპერატიულად დაკეტეს მარეგულირებელი ურდულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს მოგვიანებით მიაწვდის.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *