სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ქვემო ქართლში შემოწმების შედეგად არარეგისტრირებული სუბიექტები გამოავლინა, სადაც, სააგენტოს თქმით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.
სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთავრობის დადგენილების – „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ – შესაბამისად ახორციელებს.
დადგენილება მიმდინარე წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.