ახალი ამბები

თუ ODIHR კონსტიტუციასთან შეუსაბამობას დაინახავდა, ამას დაწერდა – ბოკერია

6 თებერვალი, 2020 •
თუ ODIHR კონსტიტუციასთან შეუსაბამობას დაინახავდა, ამას დაწერდა – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ODIHR ე.წ. გერმანულ მოდელს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა, ამის შესახებ გადაწყვეტილებაშიც დაწერდა, როგორც ეს მოლდოვის შემთხვევაში გააკეთა.

ბოკერია აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა მათი თხოვნით ODIHR-ს კითხვა შემდეგი ფორმულირებით გაუგზავნა – “ხომ არ ხედავთ აქ პრობლემას კონსტიტუციასთან”:

“ის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იღებს, ყოველთვის ასეა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს ყველა მოსაზრებაში წერია. მოლდოვის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება მოლდოვას ეკუთვნისო, მაგრამ ჩვენ გვეჩვენება, რომ პრობლემაა კონსტიტუციურობასთან. აქ არ ჩათვალა საჭიროდ ამის თქმა. ჩვენ იმიტომაც ვკითხეთ, თუ დაინახავდნენ კონსტიტუციასთან პრობლემას, მიეთითბინა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ODIHR-ს გავუგზავნეთ ჩვენ ეს დოკუმენტი ამ კითხვით, რომ თუ დაინახავდნენ პრობლემას, მიეთითებინათ, როგორც ეს გააკეთეს მოლდოვის შემთხვევაში. ის, რომ საბოლოო გადაწყვეტიელბა ეკუთვნის ქვეყნის სასამართლოს, ყოველთვის ასეა. მათ რომ ჩაეთვალათ, რომ აქ ისეთი აშკარა პრობლემაა, ან თუნდაც პრობლემასთან მიახლოებული რამეა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო სამართლის კორიფეები, კობახიძე, მიიჩნევდნენ, როგორც მოლდოვის შემთხვევაში დაწერეს, დაწერდნენ, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ ამას, მაგრამ გვეჩვენება, რომ შესაძლოა პრომლემას ქმნის კონსტიტუციასთან”, – ამბობს გიგა ბოკერია “ტელეკომპანია პირველთან”.

დეპუტატის თქმით, ეს იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ODIHR-მა დოკუმენტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა ვერ დაინახა:

” ODIHR-მა უპასუხა, რომ საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიაშიაო, ამაზე პარტიები თუ შეთანხმდებიან,  აკადემიურ საკითხებზე დებატები რომელია ზუსტად პროპორციული, შეიძლება შორს წაგიყვანოთო. მთავარია, შეთანხმდეთ და მიიღოთო და არ დაწერა, რომ პრობლემას ვხედავთო მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკურად ვკითხეთ ეს” – ამბობს ბოკერია “ტვ პირველზე”.

მსგავსი პოზიცია გუშინ ოთო კახიძემაც დააფიქსირა და მოლდოვაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროა:

გაიგეთ მეტი

რა წერია ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი