ახალი ამბები

მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც არ უშვებს კორონავირუსს – ქანთარია

5 თებერვალი, 2020 •
მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც არ უშვებს კორონავირუსს  – ქანთარია

პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს კოროვანირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის.

ქანთარიას თქმით, მინისტრი და სამინისტრო საკუთარი მუშაობით ვირუსს ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ:

“მინდა მადლობით დავიწყო, ქალბატონო ეკა. მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე დგას და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია. თუ თქვენ ამას მართლაც მოახერხებთ, რომ ამ ჭირისთვის მიუღწეველი იყოს საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება… ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. მეორე ვირუსიც გვაქვს, რომელიც აგერ, პარალამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსია და ეპიდემიაა, ნაციონალური ვირუსი, მაგრამ მისი არეალი დიდი არ არის და ვისაც უნდა გადასდებოდა, უკვე გადაედო. მგონია, რომ ყოველი თქვენგანისა და სხვა სფეროების საქმიანობაც შეუწყობს ხელს, რომ ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი