ახალი ამბები

“ბალეტი არასდროს არ არის დაშლის დროს” – ქანთარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე

4 ივლისი, 2019 • 1093
“ბალეტი არასდროს არ არის დაშლის დროს” – ქანთარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მედიაცენტრ “მთავარში” 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ ისაუბრა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა: “დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ტენიან, მიჰყავთ და ათრევენ მათ. ასე რომ, ბალეტი არასდროს არ არის დაშლის დროს.”

ასევე, ქანთარია ფიქრობს, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დასტურს გიორგი გახარია გასცემდა, მაგრამ იქვე ამბობს, რომ მინისტრი ვერ უკარნახებდა თითოეულ სამართალდამცავს, როგორ ესროლა დემონსტრატისთვის.

“მისი ბრძანებით იყო დაწყებული, რომ წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის, შემდეგ, როდესაც იძულებულნი გახდნენ, მასთან მივიდოდნენ, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ, ბუნებრივია, მის გარეშე შეტევას არავინ დაიწყებდა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი