ახალი ამბები

მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოება დარღვეულია – ფერაძე

5 თებერვალი, 2020 • 1084
მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოება დარღვეულია – ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, მშენებარე კორპუსში, საიდანაც დღეს ორი მუშა გადმოვარდა და ერთი დაიღუპა, შრომის  უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიკვეთა. მისივე თქმით, თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არსებულ ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.

“პირველადი დათვალიერებით იკვეთება შრომის უსაფრთხოების დარღვევები, კერძოდ, საუბარია ტვრითის სიმაღლეზე ატანაზე, რომელიც ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმით, რის გამოც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაჩერეთ სამუშაო პროცესი”, – უთხრა ფერაძემ ჟურნალისტებს.

როგორც ფერაძე განმარტავს, შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა მუშების ჩამოვარდნასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენაზე. გარდა ამისა, პროცესში ჩართულია შსს. შრომის უსაფრთხოების ინსპექცია თავის დასკვნას სამართალდამცავ უწყებას დასრულებისთანავე მიაწვდის.

თბილისში, ნაძალადევში მდებარე კორპუსიდან დღეს, 5 თებერვალს, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი