ახალი ამბები

თბილისში ორი მუშა გადმოვარდა, ერთი დაიღუპა

5 თებერვალი, 2020 • 2547
თბილისში ორი მუშა გადმოვარდა, ერთი დაიღუპა

თბილისში, ნაძალადევში მდებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.

„ნეტგაზეთს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ მეორე ადამიანი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

განახლება:

დაშავებული მუშა მართვით სუნთქვაზეა, ძალიან მძიმედაა – ექიმი


2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა.

2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.