გუდაურში, სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავი ჩამოწვა და ერთი ავტომანქანა ჩაიტანა ხევში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. „ერთი უვნებლად ამოვიყვანეთ, ერთი დაშავებულია და ერთი მოქალაქე დაიღუპა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, „შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. …ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.