ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, პარლამენტთან 10 საათზე დაგეგმილი საპროტესტო აქცია და “სირცხვილის კორიდორების” მოწყობა ერთი დღით გადადეს. ამის მიზეზი გახდა გვიან ღამით ბაღდათში დატრიალებული ტრაგედია, რა დროსაც სახლში გაჩენილ ხანძარს 2 ქალი და 4 ბავშვი ემსხვერპლა.

“ასეთი ენი თაუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ გვჭირდება დაფიქრება და გლოვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ დილით გამართულ ბრიფინგზე. მან პარლამენტს მოუწოდა, ერთი დღით გადადოს საგაზაფხულო სესიის გახსნა.

უგულავასვე განმარტებით, ოპოზიცია 5 თებერვლიდან გააგრძელებს აქციებს და სირცხვილის “კორიდორების მოწყობას” პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

ბაღდათში ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა