ახალი ამბები

ბაღდათში ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

3 თებერვალი, 2020 • 2803
ბაღდათში ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა.

უწყების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან 2 წუთში მივიდნენ, თუმცა ამ დროისათვის ცეცხლი მთელ სახლში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლმოდებულ სახლში შევიდნენ, მათ ადგილზე თავდაპირველად 5 ადამიანის ცხედარი დახვდათ, მე-6 გარდაცვლილი კი მოგვიანებით იპოვეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზი.

როგორც ნეტგაზეთს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ხანძარი ხის ძველ სახლში გაჩნდა, სადაც სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი ოჯახი ბავშვებთან ერთად იყო შეხიზნული.

მთავარ ფოტოზე: ხანძარი ბაღდათში/კადრი “პირველი არხის” ვიდეოდან 

შენიშვნა: ნიუსში თავდაპირველად 5 გარდაცვლილის შესახებ ეწერა. მაშველებმა მე-6 ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი