Air Canada-ს სამგზავრო Boeing 767, რომელიც მადრიდიდან ტორონტოს მიმართულებით მიფრინავდა, აფრენის დროს დაზიანდა. ბორტზე ამ დროს 128 მგზავრი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენისას დაუზიანდა შასი, რის გამოც მალევე უკან, მადრიდის აეროპორტში დაშვების ნებართვა ითხოვა.
თვითმფრინავი მადრიდის თავზე თითქმის 4 საათის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა და ამგვარად შეემცირებინა დაშვებისას მოსალოდნელი აფეთქების რისკი. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. პილოტებმა სასწაულებრივად მოახერხეს დაზიანებული თვითმფრინავით აეროპორტში დაშვება. ადგილზე მობილიზებული იყო ათეულობით სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, თუმცა მათი გამოყენება საჭირო არ გახდა.
#ac387 pic.twitter.com/wkzPbGvSCY
— Aaron C. (@thelastfedor) February 3, 2020
თვითმფრინავის შიგნით მყოფმა მგზავრებმა არაერთი ემოციური ვიდეო გადაიღეს, მათ შორის, თუ როგორ აცილებდა სამგზავრო თვითმფრინავს სამხედრო ავიაგამანადგურებელი. მგზავრებმა ვიდეოკამერაზე შიგნიდან აღბეჭდეს ავარიულად დაშვების კადრები, სადაც ისმის მგზავრების ტაშის ხმა ოთხსააათიანი დაძაბული ფრენის შემდეგ.
#cbc #AC837 #MADRID #LANDING #TOUCHDOWN pic.twitter.com/vPlDnc6NTe
— Aaron C. (@thelastfedor) February 3, 2020