ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თვითმფრინავი ჩამოვარდა

11 ნოემბერი, 2025 •
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თვითმფრინავი ჩამოვარდა

განახლება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სატვირთო ბორტი ჩამოვარდა.

„ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის“, – აცხადებს შსს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია და კადრები თავდაპირველად სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა და იუწებოდა, რომ სავარაუდოდ, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი