ახალი ამბები

სასამართლომ N4-ე დაწესებულების ყოფილი დირექტორი პატიმრების წამებაში დამნაშავედ ცნო

3 ივლისი, 2015 •
სასამართლომ N4-ე დაწესებულების ყოფილი დირექტორი პატიმრების წამებაში დამნაშავედ ცნო

ეს პირები პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში იყვნენ ბრალდებულები.

 

პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ ამირან ჯანაშიას სასჯელის სახით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,  ასევე,  3 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. რომეო როგავას  3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,  ასევე  1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

 სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში,  პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამირან ჯანაშიას და რომეო როგავას მხრიდან   სისტემატურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა გაშიშვლება და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. 

 

3 წლის წინ N4-ე დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტებზე და მასში მონაწილე პირებზე სასალხო დამცველის აპარატიც ავრცელებდა ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი