ახალი ამბები

ვისწავლოთ ერთად სამართალი – ვებგვერდი მოზარდებისთვის

3 ივლისი, 2015 •
ვისწავლოთ ერთად სამართალი – ვებგვერდი მოზარდებისთვის

“სახალისო ვიზუალით დატვირთული საიტიზე, მოსწავლეებისთვის სამართლებრივი განაათლების გაღმავების მიზნით, არა მხოლოდ სახალისო და თვალსაჩინო კაზუსებია განთავსებული, არამედ სამართლებრივ თემატიკაზე შექმნილი წიგნები და ფილმები.  საიტზე განთავსებულია სამართლებრივი ლექსიკონიც – სადაც, უცნობი სამართლებრივი ტერმინების განმარტებების ნახვაა შესაძლებელი”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ნეტგაზეთს სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურმა მიაწოდა.


სქრინშოტი ვებგვერდიდან
სქრინშოტი ვებგვერდიდან


განცხადების მიხედვით, საიტი მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სამართლის ონლაინ კურსი და საკუთარი ცოდნა სამართლებრივი ტესტების საშუალებით გადაიმოწმონ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში – მათ გადაეცემათ სერტიფიკატი. 


“საიტზე განთავსებული სამართლებრივი ლიტერატურის გამოყენება, როგორც დამხმარე სახელმძღვანელოსი, შეუძიალათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსაც”, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი