უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უკმაყოფილოა კომპენსაციით, რომელიც კიევს ირანმა შესთავაზა. მისი თქმით, უკრაინა უფრო დიდი ზომის კომპენსაციის მოპოვებას შეეცდება.
„რაც შეეხება ირანულ მხარეს, მაშინვე შემოგვთავაზეს 80 000 დოლარი ყოველი ოჯახისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ტელეარხ „1+1“-ის ეთერში.
თვითმფრინავი 8 იანვარს თეირანის აეროპორტთან ჩამოაგდეს. ირანი თავდაპირველად უარყოფდა, რომ მომხდართან რამე შეხება ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი, მათ შორის 11 უკრაინელი დაიღუპა.