ახალი ამბები

ბოლნისში მეზობლის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2 თებერვალი, 2020 •
ბოლნისში მეზობლის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, თანასოფლელს – 1949 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ამავე სოფელში დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი