სტუმრობს თუ არა ემ ჯგუფის სასტუმროს “ყვარელის ტბას” პატრიარქი, აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს პრესსამსახურში ვერ დაუდასტურეს:
“არ ვიცით, კონკრეტულად რომელ სასტუმროში იმყოფება პატრიარქი. თუმცა ვიცით, რომ თბილისიდან კახეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა”.
“ყვარლის ტბაზე” პატრიარქის ყოფნის შესახებ არ საუბრობენ “ემ ჯგუფში”. “ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, რომ ინფორმაცია სტუმრების შესახებ კონფიდენციალურია.
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის “ყვარლის ტბაზე” სტუმრობის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ანი ჩხიკვაძემ გაავრცელა.
now they kicked us out of pool cause patriarch wants to take swim, what the hell? and the hotel doesn’t even offer anything in return.
Posted by Ani Chkhikvadze on Wednesday, July 1, 2015
ის “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას სასტუმროში უთხრეს, “ყვარლის ტბაზე” გაუქმდა ყველა ჯავშანი, რადგან პატრიარქი აპირებდა მათთან სტუმრობას.
ანი ჩხიკვაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმროს პერსონალმა სასტუმროს აუზიდან გაყარა, რადგან პატრიარქს სურდა იქ მისვლა:
“სამწუხაროდ, სასტუმრო სანაცვლოდ არაფერს არ გვთავაზობს” – წერს ანი ჩხიკვაძე.