ახალი ამბები

WHO: კუბა გახდა პირველი ქვეყანა, სადაც აივ ინფექცია დედიდან შვილს აღარ გადაეცემა

1 ივლისი, 2015 •
WHO: კუბა გახდა პირველი ქვეყანა, სადაც აივ ინფექცია დედიდან შვილს აღარ გადაეცემა

“ვირუსის გადაცემის ელიმინაცია არის ერთ–ერთი დიდი მიღწევა ჯანდაცვის სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა აივ ინფექციასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში, ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შიდსის არმქონე მომავალი თაობისკენ,”– განაცხადა WHO–ს გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა.

 

 



#Cuba is the first country in the world to receive validation from WHO for eliminating mother to child transmission of…

Posted by World Health Organization (WHO) on Tuesday, June 30, 2015

 

“ეს არის დღესასწაული კუბასთვის, დღესასწაული ოჯახებისა და ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს აჩვენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასრულება შესაძლებელია,”– განაცხადა UNAIDS–ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ სიდიბემ.

 

WHO წერს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 1.4 მილიონი აივ ინფექციის მატარებელი ქალი ფეხმძიმდება. თუკი ისინი არ იმკურნალებენ, შანსი იმისა, რომ ვირუსს თავიანთ შვილებს გადასცემენ ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს, 15–45%–ია. რისკი 1%–მდე მცირდება იმ შემთხვევაში, თუ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს მიიღებენ როგორც დედები, ასევე ჩვილებიც.

 

ასევე, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიონი ორსული ქალს აქვს სიფილისი. ამან შეიძლება ნაყოფის დაკარგვა, ან სხვა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. WHO წერს, რომ მარტივ და მცირედანახარჯიან სკრინინგსა და მკურნალობას შეუძლია გამორიცხოს ასეთი სახის გართულებები.

 

WHO–ს ცნობით, რეგიონული ინიციატივის – დედიდან შვილზე აივ ინფექსიისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციაზე კუბაში 2010 წლიდან მუშაობდნენ.

ამ ინიციატივის ფარგლებში ქვეყანა მუშაობდა, რომ უზრუნველეყო ადრეული დაშვება პრენატალურ მზრუნველობაზე; აივ ინფექციასა და სიფილისზე ორსულებისა და მათი პარტნიორების ტესტირებაზე; იმ ქალების მკურნალობაზე, რომლებიც აივ–დადებითები ან სიფილისის მქონენი აღმოჩნდებოდნენ; საკეისრო მშობიარობასა და ძუძუთი კვების ჩანაცვლებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი