ახალი ამბები

ხოშტარია: ვირუსს არ აქვს მოქალაქეობა და ეთნოსი

31 იანვარი, 2020 • 1061
ხოშტარია: ვირუსს არ აქვს მოქალაქეობა და ეთნოსი

“ვირუსს არ აქვს მოქალაქეობა, ეთნოსი, გენდერი და ნაციონალობა და ორიენტაცია კიდევ, ყველას შეიძლება დაემართოს. რა მოქალაქეების შეზღუდვაზეა ლაპარაკი, რაის ჩინელები” – ამ განცხადებას “ევროპული საქართვეოს” ლიდერი ელენე ხოშტარია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს.

დღეს, 30 იანვარს მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რადგანაც ვირუსი გავრცელებას ჩინეთის საზღვრებს მიღმა განაგრძობს.

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აზიელების მიმართ რასისტული, უარყოფითი წინასწარგანწყობა შეიქმნა.

ამ თემაზე ქსენოფობიური განცხადება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ კორონავირუსზე საუბრისას ქსენოფობიური განცხადება გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალოს და განაცხადა, რომ „ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს“.

სააკაშვილმა, რომელმაც „სასიკვდილო დაავადება“ უწოდა ახალ კორონავირუსს, ფეისბუკის გამოყენებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით“, სანამ, მისი სიტყვებით, არსებობს „ეპიდემიის ასეთი საფრთხე“.

სააკაშვილის მოწოდება ეხებოდა არა პირდაპირ რეისების გაუქმებას ჩინეთთან/ვუჰანთან (რაც ისედაც გაუქმებულია), — რაც ვირუსის გავრცელების თავდაპირველი არეალია, — არამედ ეხებოდა ზოგადად ჩინეთის მოქალაქეებისთვის — რომლებიც, შესაძლოა, არაერთ ქვეყანაში იმყოფებოდნენ — გადაადგილების შეზღუდვას.

WHO-მ კორონავირუსზე ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კორონავირუსის ფონზე გაძლიერებული რასიზმი

 

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი