ახალი ამბები

WHO-მ კორონავირუსზე ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

31 იანვარი, 2020 • 2050
WHO-მ კორონავირუსზე ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რადგანაცც ვირუსი გავრცელებას ჩინეთის საზღვრებს მიღმა განაგრძობს.

როგორც BBC წერს, გლობალურად საზოგადოებრივი ჯნმრთელობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი არა ის შემთხვევებია, რომლებიც ჩინეთში ფიქსირდება, არამედ სხვა ქვეყნებში.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შიშობს, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ქვეყნებში, რომელთა ჯანდაცვის სისტემა სუსტია.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობით 170 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 18 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.

ამასთან, გამოვლინდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების 8 შემთხვევა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი