ახალი ამბები

მშვიდობის ხიდზე ფერადი განათება ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით ჩართეს

1 ივლისი, 2015 •
მშვიდობის ხიდზე ფერადი განათება ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით ჩართეს

მერიაში განმარტავენ, რომ გუშინ მშვიდობის ხიდზე ოლიმპიური ფესტივალის ფერებში საცდელი განათება ჩართეს. მათი თქმით, ოლიმპიური ფესტივალის დღეებში ეს განათება კვლავ ჩართვება და გამოჩნდება წარწერა “თბილისი 2015”.

ოლიმპიური ფესტივალის ფერებში განათებული მშვიდობის ხიდი. ლევან ასათიანის ფოტო
ოლიმპიური ფესტივალის ფერებში განათებული მშვიდობის ხიდი. ლევან ასათიანის ფოტო

 

გარდა ამისა, თბილისის მერიის ცნობით, ოლიმპიური ფესტივალის ფერებში თბილისის ხიდები და სკვერები განათდება. მერიის ცნობით, ამ დროისთვის ქალაქში სულ 330 ახალი ობიექტია განათებული.

 

მერიის ცნობით, “სინათლის ქალაქის” დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, ოლიმპიადის ფერებში განათებულ ობიექტებს შორისაა მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილის და მშრალი ხიდები. ასევე თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტი, მემედ აბაშიძის სკვერი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქვევრები. ხორავას თქმით, ხიდებისა და სკვერების გარდა, „სინათლის ქალაქის“ მხატვრული მინათების თანამშრომლებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე კლდეც ოლიმპიადის ფერებში გაანათეს.

 

თბილისის რამდენიმე ხიდი და სკვერი ოლიმპიური ფესტივალის ფერებში იქნება განათებული. ფოტო – თბილისის მერია
თბილისის რამდენიმე ხიდი და სკვერი ოლიმპიური ფესტივალის ფერებში იქნება განათებული. ფოტო – თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი