ახალი ამბები

სიგარეტს თავს თუ დაანებებთ, ფილტვები მოწევით მიღებულ ზიანს აღადგენენ – კვლევა

30 იანვარი, 2020 • 2643
სიგარეტს თავს თუ დაანებებთ, ფილტვები მოწევით მიღებულ ზიანს აღადგენენ – კვლევა

ფილტვებს აქვთ „ჯადოსნური“ უნარი, აღადგინონ მოწევით მიღებული ზიანის ნაწილი, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოწევას თავს დაანებებს. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ მეცნიერები ჟურნალ „Nature“-ში აქვეყნებენ.

მოწევის შედეგად გამოწვეული ნეგატიური მუტაციები, რომლებიც ფილტვების კიბოს იწვევენ, აქამდე სამუდამოდ მიიჩნეოდა, თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ პოზიტიური ცვლილებები იმ მწეველებსაც კი დაუდგინდათ, ვინც აქამდე 40 წლის განმავლობაში დღეში 1 კოლოფს ეწეოდნენ.

მეცნიერების თქმით, მწეველთა სასუნთქი გზებიდან შესწავლილი უჯრედების აბსოლოტურმა უმრავლესობამ თამბაქოს ზეგავლენის შედეგად მუტაცია განიცადა, აგრეთვე უჯრედებში 10 000-მდე გენეტიკური ცვლილება დაფიქსირდა. თუმცა ის უჯრედები, რომლებიც თამბაქოს გადაურჩნენ, დროთა განმავლობაში ზიანის ნაწილს აღადგენენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოწევას თავდანებებული ადამიანების უჯრედების 40% იყო ანალოგიური ადამიანებისა, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ.

როგორც სანგერის ინსტიტუტის პროფესორმა, დოქტორ პიტერ კემპბელმა BBC-ს განუცხადა, ეს აღმოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი